Aa
Aa

დემბელე "ბარსასთან" ახლოსაა

„ბარსელონა“ „დორტმუნდის“ შემტევ უსმან დემბელეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

Marca-ს ინფორმაციით, კატალონიელთა წარმომადგენლები გუშინ საღამოს დემბელეს აგენტს შეხვდნენ და კონტრაქტის დეტალები განიხილეს.

როგორც ირკვევა, მხარეებს შეთანხმებამდე ბევრი აღარ დარჩათ. თუმცა პრობლემა შეიძლება სატრანსფერო თანხა გახდეს - „დორტმუნდი“ ფეხბურთელში 90 მილიონ ევროს ითხოვს.

გერმანული Bild-ი იტყობინება, რომ „ბარსას“ სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი და დემბელეს აგენტი მუსა სისოკო ამ კვირაში კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები