ტოჩინოშინი
Aa
Aa

კატასუკაშის ილეთით დოჰიოდან გადააგდო - ტოჩინოშინმა მარცხით დაასრულა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ''ნაცუ ბაშოს'' დასკვნით დღეს 34 წლის ტოჩინოშინი მიდორიფუჯი კაზუნარისთან კატასუკაშის ილეთით დამარცხდა. ლევან გორგაძემ შეხვედრა აქტიურად დაიწყო, თუმცა შემდეგ 25 წლის იაპონელმა ეფექტური ილეთით დოჰიოდან გადააგდო.

შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეს გორგაძემ მთავარი ბრძოლა მოიგო და დადებითი ბალანსი გაიფორმა. ლევანმა მე-12 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და მეტოქე იორიკირით დაამარცხა. საბოლოოდ, დასრულებულ სუპერტურნირზე მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 7 მარცხია.

სუპერტურნირზე ქართველი სეკიტორი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოდიოდა. მარტში ოსაკაში გამართულ ''ჰარუ ბაშოზე'' ტოშინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა 15 შერკინებიდან 9-ში იმარჯვა და ''ნაცუ ბაშოზე'' მე-9 მაეგაშირა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოკურიდაში - ტოჩინოშინის მე-6 მარცხი ნაცუ ბაშოზე
ოკურიდაში - ტოჩინოშინის მე-6 მარცხი ნაცუ ბაშოზე