ზედიზედ მეორედ - ეფესი ევროლიგის ჩემპიონია
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - ეფესი ევროლიგის ჩემპიონია

დასრულდა მიმდინარე სეზონის საკალათბურთო ევროლიგა. ფინალში ერთმანეთს „ეფესი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ. აღნიშნული მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და „ეფესმა“ 58:57 მოიგო.

ამ შედეგით კი თურქულმა კლუბმა ზედიზედ მეორედ იზეიმა ევროლიგის ჩემპიონობა. მატჩში გამორჩეული ვასილი მიჩიჩი იყო, რომელმაც არასრულ 38 წუთში 23 ქულას, 2 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მადრიდელთა მხრიდან კი ყველაზე გამორჩეული ვალტერ ტავარესი იყო. 14 ქულა, 11 მოხსნა 1 პასი - ასეთია ტავარესის მონაგარი. საინტერესო ის გახლავთ, რომ „ეფესმა“ ზედიზედ ორ ფინალში ესპანურ კლუბს მოუგო. გასულ სეზონში თურქებმა „ბარსელონა“ იმსხვერპლეს.

რაც შეეხება კატალონიურ გრანდს, მათ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „ოლიმპიაკოსი“ 84:74 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოსტონის სრული დომინირება - სერიაში ანგარიში გათანაბრდა
ბოსტონის სრული დომინირება - სერიაში ანგარიში გათანაბრდა