სუმო, ტოჩინოშინი
Aa
Aa

ოკურიდაში - ტოჩინოშინის მე-6 მარცხი ნაცუ ბაშოზე

„ნაცუ ბაშოს“ მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე  მისთვის კარგად ნაცნობი მე-3 მაეგაშირა ტამავაში იყო, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 7-6-ზე ჰქონდა და გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდა. საბოლოოდ, ოკურიდაშის ილეთით გამარჯვება ტამავაშის დარჩა.

ორივე სეკიტორმა ბრძოლა ცუპარებით დაიწყო, ტოჩინოშინმა წონასწორობა მალე დაკარგა და მეტოქემ მარტივი და სწრაფი გამარჯვება გაიფორმა, რაც მისთვის ავტომატურად კაჩი-კოშის გაფორმებაც იყო.

ამ დღემდე გორგაძე ტამავაშის 30-ჯერ დაუპირისპირდა, რომელთაგან 20 მოიგო და 10 დათმო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება დასკვნით დღეს ტოჩინოშინის მეტოქე. რაც მთავარია, ქართველმა რიკიშიმ დადებითი ბალანსის გაფორმება წინა ბაშოს მსგავსად ამჯერადაც შეძლო და რეიტინგში დაწინაურებასთან ერთად, მისი წოდებაც მოიმატებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამრაუნდიანი ბრძოლა - ქირიას დასანანი მარცხი One Championship-ში
სამრაუნდიანი ბრძოლა - ქირიას დასანანი მარცხი One Championship-ში