სტეფ კარი, გოლდენ სტეიტი, დალას მავერიქსი, ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

დონჩიჩის 42 ქულა არ ეყოთ - გოლდენ სტეიტი 19 ქულით აგებდა, მაგრამ მაინც მოიგო!

გამთენიისას NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალების მეორე შეხვედრა გაიმართა. „გოლდენ სტეიტმა“ „დალასს“ უმასპინძლა და საოცარ შეხვედრაში 126:117 მოიგო.

„დალასი“ შეხვედრას 19-ქულიანი უპირატესობით იგებდა. პირველი და მეორე მეოთხედი ჯეისონ კიდის გუნდმა 32:25 და 40:33 მოიგო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ „გოლდენმა“ მორიგი დიდებული პერფორმანსი შემოგვთავაზა. სტივ კერის ბიჭებმა დასკვნითი ორი მეოთხედი 25:13 და 43:32 მოიგეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 42 ქულა, 8 გადაცემა, 5 მოხსნა ლუკა დონჩიჩმა გაიფორმა. 31 ქულა ჰქონდა ჯეილენ ბრანსონს. თუმცა ეს „დალასს“ მოსაგებად არ ეყო.

„გოლდენ სტეიტმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და 6-მა მოთამაშემ 10+ ქულის ჩაგდება შეძლო. სტეფ კარიმ 32 ქულა, 8 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა. კლეი ტომპსონი 15 ქულას დასჯერდა. ჯორდან პულს 23 ქულა ჰქონდა, კევონ ლუნის 21 ქულა და 12 მოხსნა, ენდრიუ უიგინსს 16, ხოლო ოტო პორტერს 11 ქულა და 7 მოხსნა. მოკრძალებული იყო დრეიმონდ გრინის სტატისტიკა - 6 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.

„უორიორსი“ ისტორიაში გახდა მე-5 გუნდი, რომელმაც პლეი ოფის სტადიაზე მე-200 გამარჯვება მოიპოვა. ამ დრომდე ეს შედეგი „ლეიკერსს“, ბოსტონს“, „სან ანტონიოსა“ და „ფილადელფიას“ ეკუთვნოდათ.

სტივ კერის გუნდს პლეი ოფის სტადიაზე უკვე მე-12 ისეთი მოგება აქვს, რომელშიც შეხვედრას 15 ქულით აგებდა და მისი შემობრუნება შეძლო.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:0 და მოვლენები უკვე დალასში განვითარდება. დონჩიჩი და კომპანია საკუთარ კედლებში პირველ შეხვედრას 23 მაისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უიმბლდონი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არდაშვების გამო დასაჯეს
უიმბლდონი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არდაშვების გამო დასაჯეს