ტოჩინოშინი, ნაცუ ბაშო
Aa
Aa

ტოჩინოშინის მე-5 მარცხი - თუმცა დადებითი ბალანსი გაფორმებულია

„ნაცუ ბაშოს“ მე-13 დღეს, ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდა, რომელსაც ბაშოზე ბალანსი ქართველის მსგავსად 8:4-ზე აქვს და კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) მასაც გაფორმებული აქვს.

ლევანმა ბრძოლა არც ისე დამაჯერებლად დაიწყო. მეტოქემ ორმაგი მავაშის აღება შეძლო, ტოჩიმ კი საპასუხოდ ჩავლება საერთოდ ვერ შეძლო. საბოლოოდ, კირიბაიამამ ამის შედეგად მისი დოჰიოდან გადაყვანა შეძლო და იორიკირის ილეთით ბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეს გორგაძემ მთავარი ბრძოლა მოიგო და დადებითი ბალანსი გაიფორმა. ლევანმა მე-12 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და მეტოქე იორიკირით დაამარცხა.

ტურნირის მე-14 დღეს ტოჩინოშინი მისთვის კარგად ნაცნობ მე-3 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდება, რომელთანაც აქამდე 30 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 20 მოიგო და 10 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როლან გაროსი: ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
როლან გაროსი: ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია