Aa
Aa

ხურციძეს მსოფლიო ჩემპიონობა ჩამოერთვა

მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ (WBO) ავთანდილ ხურციძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით WBO-მ საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელა.

"ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი და რადგან გაუქმდა დაგეგმილი ორთაბრძოლა, ამ რეზოლუციით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს".

როგორც იცით, ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკაში დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად რუსულ მაფიასთან კავშირი ედება.

ცხელი ამბები