რეალი, ჩემპიონთა ლიგა, ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

„არ მეგონა რეალი სიტის თუ გაცდებოდა, მათ ცხრა სიცოცხლე აქვთ, როგორც კატებს"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი არ ელოდა, რომ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდა.

„ნახევარფინალშიც კი მეეჭვებოდა, რომ რეალი მანჩესტერ სიტის დაამარცხებდა. მითუმეტეს პირველ მატჩში მარცხის შემდეგ. მაგრამ მათ, როგორც ჩანს, ცხრა სიცოცხლე აქვთ, როგორც კატებს. ეს გამოცდილი გუნდია, მაგრამ მათ, ჩემი აზრით, დაცვაში პრობლემები აქვთ. თუმცა, მათ ჰყავთ ჯადოსნური კარიმ ბენზემა, რომელიც მიმაჩნია ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ მოთამაშედ. ლუკა მოდრიჩი ასაკთან ერთად უმჯობესდება.

მაგრამ ლივერპულის გუნდი ნამდვილად უკეთესია, ჰყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელები. სამაგიეროდ, ფინალში გასვლის დიდი გამოცდილება არ აქვთ. გამარჯვებულს არც კი ვიწინასწარმეტყველებ, რადგან ჩვეულებრივ როგორც წესი შეცდომებს ვუშვებ. პროგნოზირება შეუძლებელია, ჩვენ ველოდებით წარმოუდგენლად საინტერესო ფინალს“,

- განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს, პარიზში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზღვის სანაპირო, ვარჯიშის გაცდენა, სექსი და ყინვა - მე რომარიო ვარ
ზღვის სანაპირო, ვარჯიშის გაცდენა, სექსი და ყინვა - მე რომარიო ვარ