ივან კულიაკი, ტანვარჯიში
Aa
Aa

რუსი ტანმოვარჯიშე, რომელსაც მაისურზე ასო Z ეწერა, დასაჯეს

რუსი ტანმოვარჯიშე, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიისას მაისურზე Z დაიწერა და კვარცხლბეკზე უკრაინელ სპორტსმენის გვერდით იდგა, 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო და ივან კულიაკს ვერდიქტი გამოუტანა.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, კულიაკმა სიმბოლოების ტარებასთან დაკავშირებული წესები დაარღვია და ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გასამართ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას 2023 წლის მაისამდე ვერ შეძლებს. აღსანიშნავია, რომ თუ 1 წლის გასვლის შემდეგ, რუსი სპორტსმენებისთვის დაწესებული აკრძალვები კვლავ ძალაში იქნება, კულიაკის დისკვალიფიკაცია გაგრძელდება და აღნიშნული აკრძალვების მოხსნიდან 6 თვის შემდეგ დასრულდება.

დისკვალიფიკაციის გარდა, რუს სპორტსმენს მოგებული ბრინჯაოს მედლისა და საპრიზო თანხის დაბრუნებაც მოუწევს, რომელიც დაახლოებით 500 ევროს შეადგენდა. ამასთან, მან გამოძიების ჩასატარებლად გაწეული ხარჯებიც უნდა დაფაროს, რაც 1600 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

სხვათა შორის, დაჯილდოების ცერემონიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კულიაკმა თავისი ქმედება ახსნა და განაცხადა, რომ ასო Z საერთოდ სხვა დატვირთვას ატარებდა და პროვოკაციული ან გამაღიზიანებელი ხასიათის არ ყოფილა.  

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მორიგი მაგია ხვიჩასგან
„მორიგი მაგია ხვიჩასგან" - ნეაპოლური პრესის გამოხმაურება