ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჟოაუ სოუზა
Aa
Aa

ერთხელ მასთან უკვე წააგო - ჟენევაში ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟენევაში მიმდინარე ტურნირზე პირველი წრე გადალახა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფაკუნდო ბანისს პირველი სეტი 6:4 მოუგო და ამის შემდეგ არგენტინელმა მატჩი ნაადრევად დაასრულა.

ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში. ქართველი ჩოგბურთელი ჟოაუ სოუზას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ანდუხარი გამოთიშა ასპარეზობას.

ცნობისთვის, სოუზა და ნიკოლოზი ერთმანეთს 2018 წელს მარაკეშში დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ გამარჯვება პორტუგალიელ ჩოგბურთელს ხვდა წილად. ჟოაუმ სამ სეტში 6:2 4:6 6:1 მოიგო.

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 18 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება. ასევე გეტყვით, ჟოაუ სოუზა ATP რეიტინგში 79-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბასილაშვილი საუკეთესოთა შორის 25-ეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები