ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

ბარსა, არსენალი და ბუნდესლიგა - გიუნდოგანი მან. სიტის დატოვებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით ''მან. სიტისა'' და ილქაი გიუნდოგანის აგენტს შორის შეხვედრა შედგა, რომლის მიხედვით ფეხბურთელი ''ქალაქელებთან'' კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. 31 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს კატალონიის ''ბარსელონა'', ლონდონის ''არსენალი'' და გერმანული კლუბები იჩენენ.

ფეხბურთელის ''არსენალში'' გადასვლა დამოკიდებულია პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილზე, შეძლებენ თუ არა ''მეთოფეები'' ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის მადრიდის ''რეალში'' შესაძლო გადასვლა სიმართლეს არ შეესაბამება.

''ბოხუმის'', ''ნიურნბერგისა'' და ''დორტმუნდის'' ექს-ფეხბურთელი 2016 წლიდან ''მან. სიტიში'' ასპარეზობს. მან გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა (2017-18, 2018-19, 2020-21) და ინგლისის ასოციაციის თასი (2018-19) მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა (2020-21).

გიუნდოგანს ''მან. სიტისთან'' მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიელინი MLS-ში? - 37 წლის იტალიელს სამი ამერიკული კლუბი იწვევს
კიელინი MLS-ში? - 37 წლის იტალიელს სამი ამერიკული კლუბი იწვევს