რას იზამს ლებრონი -
Aa
Aa

რას იზამს ლებრონი - "მეფეს" რამდენიმე ვარიანტი აქვს

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი ფინალი წააგო. თუ, გავითვალისწინებთ "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობას და მათი მოთამაშეების ასაკს, ეს გუნდი მინიმუმ 2-3 წელი, კვლავ დომინანტი იქნება.

მაგრამ, "მეფე" ამას არ შეეგუება და ეს ყველამ კარგად ვიცით. უკვე დაიწყო საუბრები ლებრონის მომავალთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ შესაძლოა, ჯეიმსი ლოს ანჯელესში ვიხილოთ. საუბარია "ლეიკერსზე" და ასევე "კლიპერსეც".

მაგრამ, როგორც ჩანს ლებრონის კლივლენდიდან აბარგება ნაკლებად სავარაუდოა. "კავალიერსი" ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს. სავარაუდო მომსვლელთა სია, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: დუეინ უეიდი, პოლ ჯორჯი, ენტონი დევისი და ჯიმი ბატლერი. აქედან, ნებისმიერის შეძენის შემთხვევაში, გუნდი საგრძნობლად გაძლიერდება.

კევინ ლავმა, დიდი ტრიო ვერ შეკრა. მხოლოდ ჯეიმსის და ირვინგის ფანტასტიური თამაში, "უორიორზთან" გასამკლავებლად საკმარისი ვერ აღმოჩნდა.

წინ ძალიან საინტერესო სიახლეები გველის. ფინალის წაგების შემდეგ, ლებრონმა კაირი ირვინგს უთხრა, "ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით". 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები