ერთა ლიგა
Aa
Aa

ერთა ლიგა: ბულგარეთმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ერთა ლიგის შეხვედრებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ბულგარელთა სიაში რამდენიმე ლეგიონერია. მათ შორის ყველაზე გამორჩეულები არიან სერია ა-ში მოასპარეზე ''სპეციას'' მცველი პეტკო ხრისტოვი, პრაღის ''სპარტას'' თავდამსხმელი მარტინ მინჩევი, ''ვესტერლოს'' მცველი ედისონ იორდანოვი და ბელგიური ''ლიოვენის'' ნახევარმცველი კრისტიან მალინოვია.

მეკარეები: ნიკოლაი მიხაილოვი (ლევსკი), სვეტოსლავ ვუცოვი (სოფიის სლავია), ივან დიულგეროვი (ჩერნო მორე)

მცველები: პეტკო ხრისტოვი (სპეცია), ანდრეა ხრისტოვი (კოზენცა), ივან ტურიცოვი (სოფიის ცსკა), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), ედისონ იორდანოვი (ვესტერლო), ბოჟიდარ ჩორბადჟიისკი (სტალ მელეცი), პლამენ გალაბოვი (ნეთანიას მაქაბი), ვიქტორ პოპოვი (ჩერნო მორე).

ნახევარმცველები: გიორგი კოსტადინოვი (ტულას არსენალი), ტოდორ ნედელევი (ბოტევი), კრისტიან მალინოვი (ლიოვენი), ივაილო ჩოჩევი (ცსკა 1948), დომინიკ იანკოვი (ლუდოგორეცი), გიორგი მილანოვი (ლევსკი), ფილიპ კრასტევი (ლევსკი), ადრიან კრაევი (ლევსკი).

თავდამსხმელები: კირილ დესპოდოვი (ლუდოგორეცი), ატანას ილიევი (ასკოლი), გეორგი იომოვი (ცსკა-სოფია), გეორგი მინჩევი (რიგა), რადოსლავ კირილოვი (სოფიის სლავია), მარტინ მინჩევი (პრაღის სპარტა).

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 2 ივნისს უმასპინძლებს, 5 ივნისს კი ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება. 9 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საქართველოს სკოპიეში მიიღებს. მე-4 ტურში ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთს უმასპინძლებს (12 ივნისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მძულს რუსეთი! უკრაინა ჩემი სახლია“ - წიტაიშვილის ემოციური კომენტარი
„მძულს რუსეთი! უკრაინა ჩემი სახლია“ - წიტაიშვილის ემოციური კომენტარი