რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ცონგა წავიდა
ცონგა წავიდა
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ცეცაძე: ,,გულშემატკივარს სურდა ტორპედო დინამოების დონის გუნდი 3 თვეში გამხდარიყო
Aa Aa
16 მაისი 2022  |  23:59

ცეცაძე: ,,გულშემატკივარს სურდა ტორპედო დინამოების დონის გუნდი 3 თვეში გამხდარიყო"

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. 16 მაისის სტუმარი გია ცეცაძე იყო, რომელმაც ტორპედო ახლახანს დატოვა. ცეცაძის გუნდმა რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო, თუმცა მიმდინარე სეზონში დამაჯერებელი ვერ იყო, რის გამოც,  გულშემატკივარი მთავარი მწვრთნელის შეცვლას დაუყოვნებლივ ითხოვდა.

გია ცეცაძე:

,,გულშემატკივარი უმთავრესია და მათ გარეშე არაფერი ხდება, გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს.  მათ ყოველთვის აქვთ მოთხოვნა და მათი მოთხოვნები ყოველთვის ლეგიტიმურია.

რატომ წამოვედი ქუთაისიდან? კონფლიქტი მქონდა ერთ ადამიანთან, რომელიც არც კი ვიცი ვინ არის, იმ ადამიანს სულ არ აღვიქვამ ტორპედოს გულშემატკივრად. ტორპედოს სხვა გულშემატკივარი ჰყავს, ისინი ჩემს წასვლას ითხოვდნენ, თუმცა ამ ხალხმა მეორე დღესვე ჩემი მხარდაჭერა გამოხატა, მე ეს ვნახე. ეს ადამიანური ფაქტორი იყო და  მათი მადლიერი ვარ.

გუნდის დატოვება ნამდვილად არ მსურდა, მაგრამ ადგილობრივ, ერთგულ გულშემატკივარს ჩემი იქ ყოფნა არ უნდოდა, ამიტომ დღეს ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ ვარ. სამუშაოზე საუბარი ნაკლებადაა. შესრულებული მხოლოდ 3 თვის სამუშაო იყო, გუნდის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა.

შეიძლება, შეცდომა მეც დავუშვი. როცა სამტრედიაში მივედი ვთქვი - ,,წელს ჩვენ მოვხვდებით ხუთეულში", მაგრამ ტორპედოს ფაქტორების გათვალისწინებით, მიზნად ევროტურნირებზე მოხვედრა დავისახეთ, რაც დღესაც ძალაშია და არის საშუალება , რომ ასეც მოხდეს. ჩემს დისკვალიფიკაციასა და ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვმიჯნავ, თუმცა მაშინ ნამდვილად ვფიქრობდი - თუ სტადიონზე, ყველა გაშვებული გოლის შემდეგ, ვინმემ უნდა მაგინოს, სჯობს წავიდე. შემდეგ ამ ხალხმა, ვისზეც უკვე ვისაუბრეთ (დან-კლუბმა), საკუთარი აზრი გამოხატა და გავიაზრე, რომ ეს მთელი ქუთაისის აზრი არ იყო. თუმცა მოგვიანებით, ვერმოგებული მატჩების შემდეგ, მათაც იგივე აზრი გაუჩნდათ - მე ტორპედოდან უნდა წამოვსულიყავი. გულშემატკივარი ითხოვდა, რომ 3 თვეში ტორპედო დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის დონის გუნდი ყოფილიყო".

სრული გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო