მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

"გუნდს ზეწოლა მოეხსნა" - ბენზემა "პანენკას" სტილში დარტყმულ პენალტზე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალმა“ უმძიმეს ბრძოლაში „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩი ინგლისში გაიმართა, რომელიც „ქალაქელებმა“ 4:3 მოიგეს. მადრიდელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კარიმ ბენზემამ. მეორე გოლი ფრანგმა თავდამსხმელმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

აღნიშნული დარტყმა გამოსარჩევი იყო, რადგან საკმაოდ დაძაბულ მომენტში კარიმმა „პანენკას“ სტილში გაისროლა. ამასთან დაკავშირებით, „რეალის“ „ცხრიანმა“ კომენტარი გააკეთა და ახსნა, თუ რატომ შეასრულა ასე თერთმეტმეტრიანი.

ბენზემა:

„ასეთი დარტყმის შესრულება დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და საჭირო მომენტს ველოდებოდი. როდესაც ასე დიდი წნეხის დროს ურტყამ, მეტოქე გუნდი ყოველთვის ღიზიანდება. შენს გუნდს კი ზეწოლა ეხსნება. ზუსტად ასე მოხდა..

არ ვიცი სხვები რაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ბურთის დადების მომენტიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ასეთ სტილში დავარტყამდი. მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი და სხვა არაფერი მაინტერესებდა. ჩემმა გადაწყვეტილებამ გაამართლა.“

შეგახსენებთ, რომ მეორე დაპირისპირება მადრიდში გაიმართა, რომელიც „ბლანკოსმა“ 3:1 მოიგო. აღნიშნულ მატჩში კარიმმა ერთი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანა.

ბენზემას საოცარი სეზონი

34 წლის თავდამსხმელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. კარიმმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები