Crystalbet ეროვნული ლიგა, თბილისის დინამო, იბერია 1999
Aa
Aa

ფრე თბილისურ დერბიში - დინამომ და საბურთალომ ქულები გაიყვეს

Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-14 ტური დაიწყო. ტურის პირველი მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, დასაც „დინამომ“ „საბურთალოს უმასპინძლა.

იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდმა ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთი რეალური მომენტი შექმნა, შეხვედრა მაინც გატანილი გოლის გარეშე - 0:0 დასრულდა.

პირველი ტაიმი არც თუ ისე სანახაობრივი გამოდგა და გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ საგოლე მომენტები ფაქტობრივად არ შეუქმნიათ.

პირველი ნახევრისგან განსხვავებით, მეორე ტაიმი საგრძნობლად უკეთესი იყო და გოლის გატანა როგორც „დინამოს“, ისე „საბურთალოსაც“ შეეძლო. კახა ცხადაძის გუნდმა ერთ ეპიზოდში ძელსაც გაარტყა. ასევე, უნდა აღინიშნოს საბურთალოელთან მეკარის, თორნიკე მეგრელიშვილის კარგი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში საკუთარი გუნდი გატანილი გოლისგან იხსნა.

თავის მხრივ, ეფექტური მატჩი ჩაატარა „დინამოს“ გოლკიპერმა, ანდრეს პრიეტომ, რომელმაც ასევე არაერთი რეალური საგოლე ეპიზოდი განმუხტა.

14 ტურის შემდეგ თბილისის „დინამომ“ 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ მეორე პოზიციაზე იმყოფება, „საბურთალო“ კი 23 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო თბილისმა sCool Card-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა
დინამო თბილისმა sCool Card-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა