უეფა, 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

U16 | საქართველოს ნაკრები უეფას განვითარების თასის ჩემპიონია

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რუსთავში, უეფას განვითრების თასზე მეორე შეხვედრა გამართა და აზერბაიჯანის ასაკობრივი ნაკრები მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

მატჩში გასული ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე ავთანდილ მაშავამ გაიტანა.

ამ გამარჯვების შედეგად, გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა უეფას განვითარების თასის ჩემპიონობა იზეიმა. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი მატჩი 11 მაისს, ზამბიელ თანატოლებთან გამართეს, რომლის ძირითადი დროც ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრებმა 4:3 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დილაზე, გულშემატკივარზე, საყვარელ ფეხბურთელსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე - ინტერვიუ ნიკა გაგნიძესთან
დილაზე, გულშემატკივარზე, საყვარელ ფეხბურთელსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე - ინტერვიუ ნიკა გაგნიძესთან