დავით ხოჭოლავა
Aa
Aa

ხოჭოლავა დაბრუნდა - რანდერსთან თამაშისთვის მზადაა

''კოპენჰაგენის'' ქართველი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა გუნდურ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ''რანდერსთან'' შეხვედრაში სამატჩო განაცხადში იქნება.

29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დანიის ჩემპიონატის გასული სამი ტური ტრავმის გამო გამოტოვა. მას კუნთი აწუხებდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და დიდი ალბათობით ''რანდერსის'' წინააღმდეგ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ ყველა ტურნირის ჩათვლით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. მოგეხსენებათ, ფეხბურთელი 2017-21 წლებში დონეცკის ''შახტარში'' თამაშობდა, გასული წლის ზაფხულიდან დანიური კლუბის მაისურით ასპარეზობს.

დანიის სუპერლიგის პირველ ექვსეულს ''კოპენჰაგენი'' 62 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან ''მიდტიულანდს'' 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.

ბოლოსწინა ტურში ''კოპენჰაგენი'' ''რანდერსს'' ესტუმრება. მატჩი 15 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"გიგანტი ქართველის შემდეგ მეორე არჩევანია" - სილესენი ვალენსიას დატოვებს