გამარჯვება პენალტების სერიაში - ლივერპული FA თასის გამარჯვებულია
Aa
Aa

გამარჯვება პენალტების სერიაში - ლივერპული FA თასის გამარჯვებულია

ინგლისის ასოციაციის თასის (FA CUP) ფინალში ''ლივერპულმა'' პენალტების სერიაში ''ჩელსი'' 6:5 დაამარცხა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმეტრიანები იურგენ კლოპის ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს და ამ სეზონში მეორე ტიტული მოიპოვეს. შეგახსენებთ, ინგლისის ლიგის თასის (Carabao) ფინალში ''ლივერპულმა'' ''ჩელსი'' პენალტების სერიაში 11:10 დაამარცხა.

''მერსისაიდელთა'' მხრიდან პენალტი მხოლოდ სადიო მანემ ვერ გამოიყენა, ''არისტოკრატების'' მხრიდან კი ასპილიკუეტამ და მეისონ მაუნტმა ვერ გაიტანეს.

''ლივერპულმა'' ინგლისის ასოციაციის თასი ისტორიაში მერვედ მოიპოვა (1964–65, 1973–74, 1985–86, 1988–89, 1991–92, 2000–01, 2005–06, 2021–22). ''ჩელსის'' ასოციაციის თასის რვა გზის გამარჯვებულია (1969–70, 1996–97, 1999–2000, 2006–07, 2008–09, 2009–10, 2011–12, 2017–18).

მიმდინარე სეზონში ''ლივერპულს'' კიდევ ორი ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის ''რეალს'' შეხვდება, პრემიერ ლიგაში კი სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიდერ ''მან. სიტის'' 3 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება ''ჩელსის'', ტომას ტუხელის ფეხბურთელები პრემიერ ლიგაში 70 ქულით მესამე ადგილზე არიან, გუნდის მიზანი პოზიციის შენარჩუნება და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"პირადად ვესაუბრე, ის ბაიერნს დატოვებს" - სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკიზე