იუვენტუსი, პოლ პოგბა
Aa
Aa

პოგბა იუვეში ბრუნდება? - იტალიური გრანდი ტრანსფერში დარწმუნებულია

Mirror-ის ცნობით, ''იუვენტუსში'' დარწმუნებულნი არიან, რომ პოლ პოგბას გადაიბირებენ. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მიმართ ინტერესს ''მან. სიტი'', მადრიდის ''რეალი'' და პსჟ იჩენენ. ეს კლუბები ფეხბურთელის შეძენის საკითხს განიხილავენ, თუმცა ტურინში ყველაფერი სხვაგვარად წარმოუდგენიათ, იტალიური კლუბის მმართველები თვლიან, რომ პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან.

''იუვენტუსი'' მზადაა პოგბას კვირაში 160 000 ფუნტი სტერლინგი შესთავაზოს (პლუს სატრანსფერო თანხა და ბონუსები). იტალიური გრანდის მმართველები თვლიან, რომ აღნიშნული თანხა ფეხბურთელისთვის მისაღები წინადადებაა.

29 წლის პოგბას მხოლოდ ორ კლუბში უთამაშია, კარიერა ''მან. იუნაიტედში'' დაიწყო, 2012-16 წლებში ''იუვენტუსის'' ფეხბურთელი იყო, 2016 წლიდან კი ''ოლდ ტრაფორდზე'' თამაშობს.

The Guardian-ის ცნობით, „ქალაქელები“ პოგბას უფასოდ დამატებას განიხილავენ და ამის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. წყაროს ცნობით, პოგბა პეპ გუარდიოლასთან მუშაობით დაინტერესებულია. თავად პეპი თვლის, რომ ფრანგს გაცილებით სიღრმიდან თამაშიც შეუძლია. „სიტი“ პოგბას 4+1 სისტემით კონტრაქტს შესთავაზებს. ფეხბურთელს ხელფასის შემცირება მოუწევს, თუმცა პრობლემას ეს არ უნდა წარმოადგენდეს.

ივნისიდან პოგბა თავისუფალი აგენტი გახდება და 99%-ით გადაწყვეტილია, რომ იგი „იუნაიტედს“ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე იონგი გამოირიცხა - სიტი პოგბას უმიზნებს, ფეხბურთელი თანახმაა
დე იონგი გამოირიცხა - სიტი პოგბას უმიზნებს, ფეხბურთელი თანახმაა