თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ევროთასი
Aa
Aa

„ბოლონია შესანიშნავი ქალაქია, ვნახოთ რა იქნება მომავალში“ - თორნიკე შენგელია

გუშინ, თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიასთან“ ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ფინალში „ბურსასპორს“ შეხვდა და დამაჯერებლად, 13 ქულის სხვაობით - 80:67 დაამარცხა. შესაბამისად, შენგელიამ თავის იტალიურ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

ქართველი კალათბურთელი ფინალში სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა და მოედანზე არასრული 21 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თოკომ 5 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ მცირე კომენტარში 30 წლის კალათბურთელმა ბოლონიელი გულშემატკივარი შეაქო, თუმცა თავის მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი უთქვამს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია დატოვებს თუ არა თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“.

„ამ საღამოს ბრწყინვალე ატმოსფერო იყო, რაც ადასტურებს, რომ „ვირტუსი“ უდიდესი კლუბია და ბოლონია კალათბურთის სათამაშოდ მშვენიერი ქალაქია. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, ახლა კი იტალიის ჩემპიონატზე უნდა ვკონცეტრირდეთ“, - ციტირებს თოკოს სიტყვებს PianetaBasket.com-ი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“.

ვირტუსი 80:67 ბურსასპორი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინმა და ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა მოიგეს
შერმადინმა და ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა მოიგეს