NBA, ბოსტონ სელტიკსი
Aa
Aa

იანისის სუპერმატჩი - მილოუკი ბოსტონთან დაწინაურდა

NBA-ს პლეი-ოფში, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის მორიგ მატჩში „ბოსტონ სელტიკსმა“ საკუთარ მოედანზე „მილოუკი ბაქსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხაობით, 107:110 დამარცხდა.

დღევანდელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამორჩეული იყო მილოუკელთა ლიდეი იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა. ბერძენი კალათბურთელის ანგარიშზე მოედანზე გატარებულ 40:20 წუთში 40 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი იყო. „ბაქსიდან“ შედეგიანი მატჩი ჰქონდა ჯრუ ჰოლიდეისაც, რომელმაც 24 ქულის, 8 მოხსნის და 8 ასისტის მოგროვება შეძლო.

რაც შეეხება ბოსტონელებს, იმე უდოკას გუნდს კვლავ ჯეისონ ტატუმმა ულიდერა, რომელმაც არასრულ 42 წუთში მეტოქის ფარზე 34 ქულა ჩააგდო.

ბოსტონი 107:110 მილოუკი

ამ გამარჯვების შემდეგ მილოუკი სერიაში 3:2 დაწინაურდა და მომდევნო მატჩს უკვე საკუთარ მოედანზე გამართავს, სადაც გამარჯვების შემთხვევაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის საგზურსაც მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA-ის ყოფილი კალათბურთელის მკვლელობა - ESPN-ი ტრაგედიის დეტალებზე წერს
NBA-ის ყოფილი კალათბურთელის მკვლელობა - ESPN-ი ტრაგედიის დეტალებზე წერს