ჟესუსი არსენალში? - აგენტს არტეტას პროექტი მოსწონს
Aa
Aa

ჟესუსი არსენალში? - აგენტს არტეტას პროექტი მოსწონს

„მანჩესტერ სიტიმ“ 75  მილიონი ევროს სანაცვლოდ „დორტმუნდიდან“ ერლინგ ჰოლანდი იყიდა. ამით კი ფაქტობრივად გაბრიელ ჟესუსის სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შემცირდა. რა თქმა უნდა, ბრაზილიელ ფეხბურთელს შექმნილი სიტუაცია არ მოსწონს და აგენტთან ერთად ახალი კლუბის ძიება დაიწყო.

გაბრიელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „არსენალი“ იჩენს. „მეთოფეები“ მის შეძენას ჯერ კიდევ იქამდე ცდილობდნენ, სანამ ჰოლანდი „ქალაქელებს“ შეუერთდებოდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჟესუსის აგენტის სიტყვებს „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით ავრცელებს.

„“არსენალს“ გაბრიელ ჟესუსთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. მათი პროექტი მოგვწონს. ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. გაბრიელით კიდევ 6 კლუბი ინტერესდება, თუმცა ახლა პრემიერ ლიგის თამაშებზე ვართ კონცენტრირებულნი.“

ჟესუსი „სიტიში“

ბრაზილიელი თავდამსხმელი მანჩესტერულ გრანდს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, ჟესუსმა „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 234-ჯერ მოირგო, 95 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები