ანრი ფუტკარაძე, Victory Cup
Aa
Aa

Victory Cup - ახალგაზრდა მოჭიდავეების 5 მედალი თურქეთიდან

ანტალიაში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - Victory Cup-ზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები წარმატებით ასპარეზობს.

10-წონითი კატეგორიიდან ჩემპიონ-პრიზიორები 5-ში წონაში გამოვლინდნენ, სადაც ახალგაზრდა მოჭიდავეებმა 5 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 4 ბრინჯაო.

ტურნირის გამარჯვებული 71 კილოგრამ წონით კატეგორიის მოჭიდავე ანრი ფუტკარაძე გახდა,რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლები კი გიორგი კოჩალიძემ (45 კგ), ვახტანგ ლოლუამ (51 კგ), ავთანდილ მამალაძემ (60 კგ) და საბა ფურცელაძემ (92 კგ) დაისაკუთრეს.

დღესვე ოქროს მედლებისთვის ლუკა გელაშვილი და დავით მგელაძე იჭიდავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი გამარჯვება ნაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა
პირველი გამარჯვება ნაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა