ლევან გორგაძე
Aa
Aa

პირველი გამარჯვება ნაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა

8 მაისს, ტოკიოში მდებარე „რიოგოკუ კოკუგიკანში“ „ნაცუ ბაშო“ დაიწყო და ტურნირის მეოთხე დღეს, ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა. დღეს, „ტოჩი“ მე-7 მაეგაშირას, ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მაყურებელთა აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ტაჩიაის შემდეგ, ტოჩინოშინმა უპირატესობა მოიპოვა და ტაკარაფუჯის დოჰიოს მიღმა გადაყვანა რამდენჯერმე სცადა. იაპონელმა სუმოტორმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა და ზედიზედ მეოთხედ წააგო.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-9 მაეგაშირა, კოტოშოჰო იქნება. ამ უკანასკნელს ლევანი 3-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება სამივეჯერ მოახერხა. მათი ბოლო დაპირისპირება „ჰარუ ბაშოზე“ ვიხილეთ და გორგაძემ ჰატაკიკომის ილეთით იმარჯვა. 4 დღის შემდეგ, ლევანს 1 მოგება და 3 წაგება აქვს, კოტოშოჰოს კი - 2 მოგება და 2 წაგება.

შეგახსენებთ, მიმდინარე ბაშოზე ქართველი სეკიტორი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოდის. გასულ ბაშოზე ტოშინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა 15 შერკინებიდან 9-ში იმარჯვა და დაწინაურება გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ არ გამოჩნდი, შემდეგ მიზეზების ძებნა დაიწყე
„ჯერ არ გამოჩნდი, შემდეგ მიზეზების ძებნა დაიწყე" - ილიამ ევლოევს უპასუხა