ევრო 2024
Aa
Aa

ოფიციალურად: ევრო 2024-ის ფინალი ბერლინში გაიმართება

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 14 ივნისს, მიუნხენის ''ალიანს არენაზე'' გაიხსნება. ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 14 ივლისს ბერლინის ''ოლიმპიაშტადიონზე'' შედგება.

შეგახსენებთ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გერმანიაში გაიმართება. შეხვედრები გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება, რომელიც UEFA-მ სამ ნაწილად დაყო:

1) ბერლინი, ჰამბურგი, ლაიფციგი (ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი).

2) დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, კიოლნი (დასავლეთი).

3) ფრანკფურტი, მიუნხენი, შტუტგარტი (სამხრეთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
36 გუნდი  - UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა
36 გუნდი - UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა