„რეალის“ ფეხბურთელებს ანჩელოტის წასვლა არ სურთ
Aa
Aa

„რეალის“ ფეხბურთელებს ანჩელოტის წასვლა არ სურთ

ესპანური გამოცემა „AS“-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს, სურთ რომ კარლო ანჩელოტიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა გააგრძელოს. ამის შესახებ მათ ფლორენტინო პერესს თხოვნითაც მიმართეს.

ამ მომენტში, ანჩელოტის პოზიციები „სამეფო გუნდში“ ჯერ კიდევ გაურკვეველია. „რეალმა“ წელს ვერცერთი ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა მიუხედავად ამისა, ფეხბურთელებს და გულშემატკივართა უმეტესობას, იტალიელი სპეციალისტის განთავისუფლება არ სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები