სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

მსოფლიო თასი მადრიდში - ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ფარიკაობაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბაზაძემ ამერიკელ ელი დერშვიცს 15:10 მოუგო, შემდეგ ტუნისელ ფარეს ფერჯანს სძლია - 15:11. დიდი ბრიტანელი უილიამ დეარისა (15:6) და გერმანელი კოლინ ჰიჩკოკის (15:14) დამარცხების შემდეგ 1.2-ფინალში იტალიელ ლუკა კურატოლისთან დაპირისპირება მინიმალური სხვაობით, 14:15 დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მსოფლიო თასზე კიდევ ექვსი ქართველი გამოვიდა, თუმცა მათ მედალი არ მოუპოვებიათ. ეს მოფარიკავეები არიან: ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ვაჟა რეჭია, ლაშა კუჭუხიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი და ვახტანგ არჩვაძე.

შეგახსენებთ, გასულ ზამთარში თბილისში გამართულ მსოფლიოს თასზე სანდრო ბაზაძე ოქროს მედალს დაეუფლა, ფინალში რუსი იბრაგიმოვი 15:8 დაამარცხა. სანდრო ბაზაძე ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო თასის ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები