სეზონის ბოლოს „ბარსელონა“ შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს
Aa
Aa

სეზონის ბოლოს „ბარსელონა“ შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს

როგორც ესპანური მედია იუწყება, კატალონიის “ბარსელონამ” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა გუნდიდან 5 ფეხბურთელს გაუშვას. კატალონიური კლუბის დატოვების კანდიდატები მარტინ მონტოია, პედრო როდრიგესი, სერხი რობერტო, ადრიანო და ხორდი მასიპი არიან.

პედროს მიმართ ინტერესს საკმაოდ ბევრი კლუბი იჩენს, თუმცა მათ შორის ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად მილანის “ინტერი” აქტიურობს. დანარჩენი ოთხი ფეხბურთელის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. „ბარსელონამ“ აღნიშნული მოთამაშეეები შესაძლოა გაანთხოვროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები