ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომის მასტერსი
Aa
Aa

რომის მასტერსი: ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

9-დან 16 მაისის ჩათვლით რომის მასტერსი გაიმართება, რომლის ძირითადი ბადის წილისყრა უკვე შედგა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა გაირკვა.

მსოფლიოს ქართველი 27-ე ჩოგანი, საწყის ეტაპზე 36-ე ჩოგან ბრიტანელ დანიელ ევანსს დაუპირისპირდება.

ნიკა ევანს კარიერაში სულ ერთხელ შეხვდა, 2019 წელს უიმბლდონის პირველ წრეში და ის შეხვედრა ბრიტანელის გამარჯვებით 6:3, 6:2, 7:6 დასრულდა.

რაც შეეხება ამ წყვილს შორის გამარჯვებულის მომდევნო მეტოქეს, ეს ლორენცო სონეგოსა და დენის შაპოვალოვს შორის საუკეთესო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ ბოლოს მადრიდის მასტერსზე ითამაშა, სადაც ტურნირის მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერს, ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდა და ორ სეტში 3:6, 5:7 დამარცხა.


ალკარასმა მადრიდის მასტერსზე გამოსვლა დიდებულად გააგრძელა და მეოთხედფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა. 19 წლის ესპანელმა თანამემამულეს თიხაზე პირველად სძლია და სამ სეტში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კამერების გარეშე სხვანაირი იყო, კამერებთან - სხვანაირი“ - პიოტრ იანი დვალიშვილზე
„კამერების გარეშე სხვანაირი იყო, კამერებთან - სხვანაირი“ - პიოტრ იანი დვალიშვილზე