დამაჯერებლად გაიმარჯვა - გორგოძე პრაღის ტურნირის 1/2-ფინალშია
Aa
Aa

დამაჯერებლად გაიმარჯვა - გორგოძე პრაღის ტურნირის 1/2-ფინალშია

პრაღის საერთაშორისო ტურნირის 1/4-ფინალში ეკა გორგოძემ მსოფლიოს 188-ე ჩოგანი, ავსტრალიელი ლიზეტ კაბრერა დამაჯერებლად, ორ სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა.

ნახევარფინალში გორგოძის მეტოქე მსოფლიოს 220-ე ჩოგანი, მექსიკელი ფერნანდა გომესი იქნება. შეხვედრა 7 მაისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, მიმდინარე ტურნირის 1/16-ფინალში გორგოძემ ლუისა მეიერი ორ სეტში დაამარცხა (6:1, 6:4), 1/8-ფინალში კი კეიტი მაკნელის ბარიერი დაძლია (6:0, 6:4).

გასულ თვეში ეკატერინე გორგოძე ტიტულის მოპოვებასთან ახლოს იყო, ბელინცონას ტურნირის ფინალში WTA რეიტინგის 294-ე ნომერს, კვიპროსელ ჯორჯიანა სერბანს დაუპირისპირდა და ორ სეტში 4:6 0:6 დამარცხდა.  ფინალამდე ელსა ჟაკუმო(5:7 6:2 7:5), ერიკა ანდრეევა(7:5 4:6 6:2) და დეა ჰერძელასი(7:5 6:1) დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები