Crystalbet ეროვნული ლიგა, ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

ყველა ადამიანმა პატივი უნდა სცეს სტადიონზე ფეხბურთის სანახავად მისულ ადამიანებს - კობიაშვილი

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ქართველმა გულშემატკივარმა ფაქტობრივად ყველა ქალაქში ბრწყინვალე საფეხბურთო ატმოსფერო შექმნა.

თბილისში, დინამოების დერბის დროს კი სტადიონზე სარეკორდო რაოდენობის ქომაგი მივიდა. ოფიციალური მონაცემებით, თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრას 20 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს გამოჩენილი აქტიურობისთვის მადლობა სოციალურ ქსელში გადაუხადა.

„განვლილი ტურების მანძილზე, ჩვენი ჩემპიონატის მატჩებმა სავსე ტრიბუნების ფონზე ჩაიარა. მადლობა მინდა გადავუხადო მთელი ლიგის მასშტაბით სტადიონზე მოსულ თითოეულ ქომაგს, მსგავსი ატმოსფერო და დამოკიდებულება არის, ის რაც დღეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ თქვენი მხარდაჭერა ქმნის იმ დაუვიწყარ საფეხბურთო სანახაობას, რაც ასე ძალიან გვსიამოვნებს.

თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანმა პატივი უნდა სცეს სტადიონზე ფეხბურთის სანახავად მისულ ადამიანებს. დაიცვან წესრიგი და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის უსაფრთხოებას. ნუ გადავუსვამთ ხაზს ყველაფერ იმ კარგს, რაც ასე ძალიან უხდება ქართულ სტადიონებს და ზოგადად ჩვენ ჩემპიონატს.

კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ ქალაქში, საყვარელ გუნდს ტრიბუნებიდან ამხნევებს“, - წერს კობიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ბარსა" დემბელესა და სემედუს აღარ გაყიდის