რეალი, მანჩესტერ სიტი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

მორიგი ზღაპარი მადრიდში - რეალმა სიტი გააგდო და მე-17 ფინალს ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურმა წყვილმა მოლოდინები სრულად გაამართლა და მანჩესტერული შეხვედრის შემდეგ, მადრიდულიც ისევე გიჟურად გაგრძელდა როგორც დაიწყო. კარლო ანჩელოტის გუნდმა მორიგი „ქამბექი“ შემოგვთავაზა და ფინალში ითამაშებს.

„რეალმა“ უიმედო დიდი მონაკვეთისა და 0:1-ის შემდეგ, მორიგი საოცრება დადგა. როდრიგო გოეშმა 2-წუთიან მონაკვეთში დუბლი გაიფორმა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

95-ე წუთზე კი ქარიმ ბენზემამ მოპოვებული პენალტი გოლად აქცია.

„სიტიმ“ გონს მოსვლა ვეღარ შეძლო, საბოლოოდ ისიც პსჟ-სა და „ჩელსის“ გზას დაადგა.

საინტერესო ფაქტები

28 მაისს რეალი პარიზულ ფინალში ლივერპულს დაუპირისპირდება. მადრიდელთათვის ეს ისტორიაში მე-17 ფინალი იქნება. ეს რეკორდია. წინა 16-დან გუნდმა 13 მოიგო და 3 დათმო. მათ ფინალი ბოლოს 1981 წელს სწორედ ლივერპულთან წააგეს.

კარლო ანჩელოტისთვის ეს ეს მე-5 ფინალი იქნება. „პაპა კარლომ“ აქედან 3 მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო, 2005 წელს „ლივეპრულთან“.

ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში მე-10 გოლის გატანა შეძლო და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გამეორება შეძლო. რონიმ ეს 2017 წელს გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფეხბურთო აგენტი ხვიჩას ტრანსფერზე: „რუბინი ვერაფერს მიიღებს
საფეხბურთო აგენტი ხვიჩას ტრანსფერზე: „რუბინი ვერაფერს მიიღებს"