ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

საფეხბურთო აგენტი ხვიჩას ტრანსფერზე: „რუბინი ვერაფერს მიიღებს"

საფეხბურთო აგენტმა, თემურ ღურწკაიამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. მისი სიტყვები Business-gazeta.ru-მ გაავრცელა და ღურწკაიამ „რუბინთან“ დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

„მიიღებს თუ არა რუბინი ხვიჩას ტრანსფერიდან თანხას? არა. ჩემს სანაცნობო წრეებში ამაზე არაფერი იციან და ინფორმაცია არ მომსვლია, მაგრამ ფორმალურად, რუბინი ვერაფერს მიიღებს, რადგან ხვიჩასთან კონტრაქტი გაწყვიტა. რის საფუძველზე უნდა გაიგზავნოს ყაზანში ფული?

რუბინი კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდა, ნაპოლი კი 8 მილიონს გადაიხდის, რასაც 2 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. შემიძლია, ისიც გითხრათ, რომ ამ გარიგებაში ლოკომოტივის ყოფილი სპორტული დირექტორი, ანდრეი ლოსიუკიც მონაწილეობდა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია რეალის რადარზე - ბარსელონას კონკურენტი გამოუჩნდა
შენგელია რეალის რადარზე - ბარსელონას კონკურენტი გამოუჩნდა