ნონა გაფრინდაშვილი
Aa
Aa

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ ნონა გაფრინდაშვილს 81 წლის იუბილე მიულოცა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს 81 წლის იუბილე მიულოცა. FIDE-მ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს ნონასთან დაკავშირებული ის ფაქტები გაუზიარა, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდნენ.

„დაბადების დღეს ვულოცავთ პირველ ქალბატონს, რომელმაც დიდოსტატის წოდება დაიმსახურა. იგი 81 წლის გახდა. გაფრინდაშვილმა კანდიდატთა ტურნირი 20 წლის ასაკში მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ელიზავეტა ბიკოვას დაუპირისპირდა. მან 9-2 იმარჯვა და მე-5 ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

გაფრინდაშვილმა ტიტული 4-ჯერ დაიცვა და საბოლოოდ, 1978 წელს, მაია ჩიბურდანიძესთან დამარცხდა. მან საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ღირსება ქალთა 12 ოლიმპიადაზე დაიცვა და ჯამში 25 მედალი მოიპოვა, რომელთა შორის გუნდური ჩათვლის 11 და ინდივიდუალური ჩათვლის - 9 ოქრო გახლავთ. იგი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა და სხვადასხვა დროს, წარმატებით მამაკაცთა შორის გამართულ ტურნირებზეც გამოდიოდა.“

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. იგი საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლევანტესთან დერბიმ მისი ადგილი გაამყარა
„ლევანტესთან დერბიმ მისი ადგილი გაამყარა" - AS მამარდაშვილს აქებს