NBA, ბოსტონ სელტიკსი
Aa
Aa

იანისის სამმაგი დუბლი - მილოუკიმ სერია გამარჯვებით დაიწყო

NBA-ში, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო „მილოუკ ბაქსმა“. პლეი-ოფის სერიის პირველი მატჩი „ბოსტონ სელტიკსმა“ საკუთარ მოედანზე გამართა და მილოუკთან 12 ქულის სხვაობით, 89:101 დამარცხდა.

დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეული იყო სტუმართა ლიდერი, იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც მატჩი სამმაგი დუბლით დაასრულა. 27 წლის კალათბურთელმა მოედანზე გატერებულ 37 წუთსა და 47 წამში 24 ქულა, 13 მოხსნა (3 შეტევაში), 12 ასისტი და 2 დაფარება მოაგროვა. ქულების მხრივ, მილოუკიდან საუკეთესო მაჩვენებელი კი ჯრუ ოლიდეიმ აჩვენა, რომელმაც მეტოქის ფარზე 25 ქულის მოგროვება შეძლო. ამასთან, ოლიდეის ანგარიშზე 9 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრაა. სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო მამუკელაშვილს.

რაც შეეხება „ბოსტონ სელტიკსს“, მასპინძლებიდან საუკეთესო შედეგი ჯეისონ ტატუმმა აჩვენა, რომელმაც 39 წუთსა და 45 წამში 21 ქულა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააფიქსირა. ბოსტონიდან გამორჩეული იყო ალ ორფორდიც, რომელმაც თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა: 12 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება 36:23 წუთში.

გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ სერიის მეორე მატჩს 4 მაისს, კვლავ ბოსტონში გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''აგრესორი ქვეყანა ევროლიგაში არ უნდა დავაბრუნოთ'' - ბარსას მწვრთნელი რუსეთზე
''აგრესორი ქვეყანა ევროლიგაში არ უნდა დავაბრუნოთ'' - ბარსას მწვრთნელი რუსეთზე