კრუიფი: „რეალის“ ცუდი ასპარეზობა არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია
Aa
Aa

კრუიფი: „რეალის“ ცუდი ასპარეზობა არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ყოფილმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. ჰოლანდიელი თვლის, რომ წელს „სამეფო გუნდის“ ცუდი ასპარეზობა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს დაშვებული შეცდომების ბრალია.

„რეალს“ ის ფეხბურთელები არ უყიდია, რომელიც გუნდის გაძლიერებისთვის იყო საჭირო. ეს პრობლემა პირველ რიგში გუნდის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს ეხება. ჩემთვის სრულიად გასაგებია, თუ რატომ დარჩა წელს „სამეფო გუნდი“ ტიტულის გარეშე“ - განაცხადა კრუიფმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები