Aa
Aa

"საქართველოში თასით და ბეჭდით ჩამოვალ"! - ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო მიმართვა

ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტთან" ერთად NBA-ს გამარჯვებული გახდა და პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

ფაჩულიამ გუშინდელი წარმატების შემდეგ მიმართვა გაავრცელა.

"დღეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეა. მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემი ქვეყანა წარმომედგინა.

გილოცავთ ყველას და უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა.

ძალიან რთული სეზონი იყო და რთული იყო წარმატების მიღწევა, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.

ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ - ამას ყოველთვის ვიტყვი.

საქართველოში თასით და ბეჭდით ჩამოვალ". - თქვა ფაჩულიამ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდს" ფინალური სერია 4:1 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები