ისტორია დაწერილია! - ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია!
Aa
Aa

ისტორია დაწერილია! - ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია!

ქართული კალათბურთის ისტორიაში ზაზა ფაჩულიამ ახალი ფურცელი ჩაწერა. იგი "გოლდენ სტეიტთან" ერთად NBA-ს გამარჯვებული გახდა და პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

დღეს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიამ ის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო, რომელიც ოცნებად დარჩა ისეთი დიადი კალათბურთელებისთის, როგორებიც არიან: კარლ მელოუნი, ჩარლზ ბარკლი, ჯონ სტოქტონი, ელჯინ ბეილორი, დომინიკ უილკინსი, პატრიკ იუინგი, ალენ აივერსონი და სხვანი.

ფაჩულიასთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა ზემოთ ჩამოთვლილ უბეჭდო დიდ კალათბურთლთა სიაში აქამდე მყოფმა კევინ დიურანტმა, რომელიც დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და დაჯილდოვების ცერემონიალზე სუპერფინალის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

ზაზა ფაჩულიას მაქსიმალური შედეგი აქამდე პლეი ოფის მეორე რაუნდი, ანუ ლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა იყო, რომელსაც მან 9 წლის წინ "ატლანტა ჰოუქსის" შემადგენლობაში მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები