Aa
Aa

"გოლდენ სტეიტი" NBA-ს გამარჯვებულია!

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მე-5 შეხვედრაში "გოლდენ სტეიტ ვორიორზმა" "კლივლენდ კავალიერზი" 129:120 დაამარცხა, რითაც სერია 4:1-ზე დახურა და NBA-ს 2017 წლის გამარჯვებული გახდა.

დღეს გამთენიისას გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში "მეომრებს" კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 39 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. ასევე გამორჩეული იყო სტეფ კარიც - მან ორმაგი დუბლი შეასრულა და 34 ქულას 10 ასისტი მიამატა.

"კლივლენდს" კი, ლებრონ ჯეიმსის საფირმო თამაშმა არ უშველა. ჯეიმსმა 41 ქულა, 13 მოხსნა და 8 ასისტი ჩაიწერა. 

ნამატჩევს ლებრონმა კაირი ირვინგს შემდეგი სიტყვები უთხრა: "ჩვენ დავბრუნდებით".

სუპერფინალის MVP-ს ჯილდო კევინ დურანტმა დაიმსახურა.

"გოლდენ სტეიტმა" ბოლო 3 სეზონში ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა, ხოლო ჯამში იგი NBA-ს ჩემპიონი მეხუთედ გახდა - 1947; 1956; 1975; 2015 და 2017 წ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები