ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დინამო ბათუმი
Aa
Aa

Corriere dello Sport: „ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ 10 მილიონს გადაიხდის“

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. „კვარას“ „ნაპოლიში“ ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია და Corriere dello Sport-ის მიხედვით, „პარტენოპეის“ მისი შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

„ქართველი გარემარბი, რომელმაც სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ნაპოლის დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

ხელშეკრულება 5 წელზეა გათვლილი. ხვიჩას ხელფასი 1.5 მილიონი ევრო იქნება და იგი შეეცდება, რომ ნაპოლი თავისი TIRAGGIRO-თი (მოჭრილი დარტყმები, როგორ სტილშიც ინსინიეს გააქვს გოლები) გააოცოს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას შესახებ Napolipiu-მ დაწერა და ქართველი ფეხბურთელი დადებითად დაახასიათა. ნეაპოლური გამოცემის მიხედვით, კვარაცხელია მოკლე მონაკვეთზე დრიბლინგის უნარით გამოირჩევა, კარგი დარტყმა აქვს, ფიზიკური სიძლიერის მხრივ პრობლემა არ გააჩნია და გოლის ალღოც აქვს, რაც დინამო ბათუმის რიგებში შესრულებული დუბლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი მკვლელი“ – Tuttomercatoweb-მა მიქაუტაძე იკარდის შეადარა
„ქართველი მკვლელი“ – Tuttomercatoweb-მა მიქაუტაძე იკარდის შეადარა