სერგეი სტახოვსკი
Aa
Aa

„რეზერვში გადამიყვანეს“ - სტახოვსკიმ უკრაინა დატოვა

ცნობილმა უკრაინელმა ჩოგბურთელმა, სერგეი სტახოვსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დატოვა და საკუთარი ოჯახი უნგრეთში გადაიყვანა. სტახოვსკიმ ინტერვიუ ЧестнОК-ს მისცა და განაცხადა, რომ შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნება და ომში კიდევ ერთხელ ჩართვა ნებისმიერ მომენტში მოუწიოს.

„მინდა, გაცნობოთ, რომ ბუდაპეშტში დავბრუნდი და უკრაინის არმიამ 12-თვიანი კონტრაქტი შემომთავაზა. ხარკოვში და იზიუმში უკვე ვიყავი და სიმართლე გითხრათ, საკმარისად მოტივირებული მებრძოლები ვნახე, რომლებმაც იციან, რას აკეთებენ.

არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ქუჩის პირობებში, ავტომატით ხელში საკუთარ თავს კიდევ წარმოვიდგენდი და დაახლოებით მეცოდინებოდა, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ საველე ოპერაციებში მონაწილეობის მიღება საერთოდ არ წარმომიდგენია. რეზერვში გადამიყვანეს და ნებისმიერ მომენტში შეიძლება, დამაბრუნონ.“

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის გარეშე ვალენსიას მომავალი არავის წარმოუდგენია
„მის გარეშე ვალენსიას მომავალი არავის წარმოუდგენია" - ესპანურ პრესაში მამარდაზე წერენ