ISU-ს გადაწყვეტილება - რუსეთს გრან პრის ჩატარების უფლება ჩამოერთვა
Aa
Aa

ISU-ს გადაწყვეტილება - რუსეთს გრან პრის ჩატარების უფლება ჩამოერთვა

ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ, ISU-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და რუსეთს ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის ჩატარების უფლება ჩამოართვა. საუბარი 2022-23 წლების სეზონში გასამართ ტურნირს ეხება და რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„სპეციალური განკარგულების მიღებამდე რუსეთსა და ბელარუსში არც ერთი ტურნირი არ გაიმართება. შესაბამისად, ფიგურულ ციგურაობაში ჩანიშნული როსტელეკომის თასი 2022-23 წლების სეზონის გრან პრის სერიაში აღარ იქნება“, - ნათქვამია ციგურაობის ფედერაციის განცხადებაში.

საინტერესოა, რომ მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის გარდა, რუსეთსა და ბელარუსს ISU-ს ეგიდით, გასამართი ტურნირების მასპინძლობაზე განაცხადის შეტანაც აეკრძალათ, რუსი და ბელარუსი დელეგატები კი ივნისში ჩანიშნულ კონგრესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ და სხვადასხვა პოსტის დაკავების პრეტენდენტებიც ვერ იქნებიან. უცხოურ პრესაში დაიწერა ისიც, რომ ციგურაობის საერთაშორისო ფედერაცია უკრაინის ციგურაობის ფედერაციის მხარდასაჭერად 200 000 შვეიცარიულ ფრანკს გამოყოფს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა
„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა" - Nba.com-ის სტატია გოგაზე