ჰამშიკი სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
Aa
Aa

ჰამშიკი სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

იტალიური "ნაპოლის" კაპიტანი მარეკ ჰამშიკი, სლოვაკეთში 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნეაპოლური კლუბის ნახევარმცველმა, გამოკითხვაში უშუალო კონკურენტს 17 ქულით გაუსწრო და აღნიშნული ჯილდო მეოთხედ მოიპოვა. ამ მჩვენებლით კი იგი „ლივერპულის“ მცველ, მარტინ შკრტელს გაუთანაბრდა.

"ახლა ანგარიში თანაბარია მარტინ! ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ძალიან დიდი აღიარება მოვიპოვე. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ცოლს, შვილებსა და თანაგუნდელებს, როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე კლუბის შემადგენლობაში“ - განაცხადა მარეკ ჰამშიკმა.

 

შეგახსენებთ, რომ ეს წოდება მარეკს სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიანიჭა. მის სამართლიანობაში კი ეჭვი არავის შეუტანია რადგან, ჰამშიკი როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ძალიან კარგად ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები