NBA, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, გოლდენ სტეიტი
Aa
Aa

NBA პლეი-ოფები: გოლდენ სტეიტი 3:0 დაწინაურდა, დალასი დონჩიჩის გარეშეც იგებს

გამთენიისას NBA-ში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

„გოლდენ სტეიტმა“ „დენვერს“ მესამე შეხვედრაც მოუგო. ოქროს შტატელებმა 118:113 მოიგეს და სერიაში 3:0 დაწინაურდნენ.

სტეფ კარიმ 27 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა და ჯორდან პულმა 26-26.

„დენვერის“ რიგებში 37 ქულითა და 18 მოხსნით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, თუმცა ეს შეხვედრის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ კარი პლეი-ოფებში უკვე ზედიზედ 115 შეხვედრაა მინიმუმ 1 სამქულიანის ჩაგდებას მაინც ახერხებს. კლეი ტომპსონი კი პლეი-ოფში სამქულიანების მაჩვენებლით მე-3 ადგილზე გადავიდა (388). კლეიმ რეი ალენს გადაასწრო - 385.


„დალასმა“ ლუკა დონჩიჩის გარეშე მეორე შეხვედრის მოგება შეძლო. „მავერიკსმა“ „იუტას“ 126:118 მოუგო.

ლუკა დონჩიჩის არყოფნაში მისმა შემცვლელმა ჯეილენ ბრანსონმა ბოლო ორ მატჩში 72 ქულა დააგროვა. ამჯერად მან 31 ქულა ჩააგდო.

სერიაში ანგარიში „დალასის“ სასარგებლოდ 2:1-ია.


„მემფისი“ სერიაში 2:1 დაწინაურდა და „მინესოტას“ 104:95 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ „მემფისმა“ შეხვედრა 26-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მოიგო, ეს კი კლუბის ისტორიაში „ქამბექი“ გუნდის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა.

„მემფისის“ რიგებში საუკეთესო დესმონდ ბეინი იყო, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 7 სამქულიანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი სამყარო, ერთი სპორტი, ერთი დიდი ოჯახი“ - რონალდუს მადლობა ლივერპულს
„ერთი სამყარო, ერთი სპორტი, ერთი დიდი ოჯახი“ - რონალდუს მადლობა ლივერპულს