მაიკ ტაისონი
Aa
Aa

თვითმფრინავში მგზავრს სცემა - მაიკ ტაისონი სკანდალში გაეხვია

ლეგენდარული მოკრივე, მაიკ ტაისონი სერიოზულ სკანდალში გაეხვია. Tmz Sports-მა მოიპოვა ვიდეო, რომელზეც ასახულია, „რკინის მაიკი“ თვითმფრინავში ერთ-ერთ მგზავრს რამდენჯერმე როგორ ურტყამს.

როგორც ირკვევა, მაიკსა და ზემოთ ხსენებულ მგზავრს შორის თავდაპირველად, ყველაფერი კარგად დაიწყო. თვითმფრინავში ასვლისას ის და მისი მეგობარი ტაისონს მიესალმნენ და მასთან ფოტოც გადაიღეს.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიხედვით, მგზავრი ამით არ დაკმაყოფილდა და „რკინის მაიკთან“ საუბარი განაგრძო. ტაისონმა რამდენჯერმე სთხოვა, გაჩუმებულიყო, მაგრამ როცა მიზანს ვერ მიაღწია, წამოდგა და მამაკაცის შუბლისა და სახის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა.

Tmz-ის ცნობით, დაზარალებულმა სამედიცინო დახმარება მიიღო და ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებსაც შეატყობინა, თუმცა ამ ფაქტზე ჯერჯერობით გამოძიება არ დაწყებულა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, ის ვიდეოც გავრცელდა, რომელზეც ასახულია, დაზარალებულმა მგზავრმა რა დაზიანებები მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსიას მოულოდნელი იმედი
„ვალენსიას მოულოდნელი იმედი" - Sport-ის სტატია გიორგი მამარდაშვილზე