ფრე სლოვაკეთში
ფრე სლოვაკეთში
კვარა ნაპოლის მაისურით
კვარა ნაპოლის მაისურით
სიტიმ ქინქლაძეს დაბადების დღე მიულოცა
სიტიმ ქინქლაძეს დაბადების დღე მიულოცა
ორიჯი მილანის ფეხბურთელია
ორიჯი მილანის ფეხბურთელია
გალტიე პსჟ-ში დაინიშნა
გალტიე პსჟ-ში დაინიშნა
პსჟ-მ პოჩეტინო გაუშვა
პსჟ-მ პოჩეტინო გაუშვა
ვაისმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
ვაისმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
რას გადაწყვეტს რონალდუ
რას გადაწყვეტს რონალდუ
ზუროსი ესპანეთთან მატჩზე
ზუროსი ესპანეთთან მატჩზე
საქართველომ ესპანეთს მოუგო!
საქართველომ ესპანეთს მოუგო!
მალდინის სატრანსფერო სია
მალდინის სატრანსფერო სია
ჩეხმა ჩელსი დატოვა
ჩეხმა ჩელსი დატოვა
ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა
ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა
ნაპოლიმ დაადასტურა - ქართველი სერია A-ში
ნაპოლიმ დაადასტურა - ქართველი სერია A-ში
ჩაკვე სლოვანში მიდის
ჩაკვე სლოვანში მიდის
ხესე და ბერიძე ერთად
ხესე და ბერიძე ერთად
ჰალ სიტი გაძლიერდა
ჰალ სიტი გაძლიერდა
რენატომ პსჟ აირჩია
რენატომ პსჟ აირჩია
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ბეილი MLS-ში წავიდა
ბეილი MLS-ში წავიდა
სეოკ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
Aa Aa
21 აპრილი 2022  |  17:09

სეოკ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

სხდომის დასაწყისში სეოკ-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა, საქართველოს მოციგურავეების ისტორიული შედეგი მიულოცეს სეოკ-ის აღმასკომის წევრს, ფიგურული ციგურაობის  ფედერაციის პრეზიდენტს მარიამ გიორგობიანს.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

კერძოდ, ქალების ჩართულობა მაღალი მიღწევების სპორტში, როგორც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტული დელეგაციის რაოდენობრივი ზრდისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების ფაქტორი. ამ თემაზე პრეზენტაცია წარადგინა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

აღმასკომის წევრებმა აღნიშნეს, რომ მაღალი მიღწევების სპორტში ქალების ჩართულობის დონე არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს, სრულად არ პასუხობს ამ საკითხზე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების რეკომენდაციებს, აღმასრულებელ კომიტეტს მიაჩნია, რომ დაინტერესებული სპორტული სტრუქტურების სერიოზული განსჯის საგნად უნდა იქცეს ის ფაქტი, რომ ქართველ ოლიმპიელთა შორის ქალთა ხვედრითი წილი 2,5-ჯერ დაბალია საერთაშორისო მაჩვენებელზე და დამოუკიდებლობის შემდეგ (7 თამაშები) ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული 40 ოლიმპიური მედლიდან მხოლოდ ერთია მოპოვებული ქალის მიერ. ამასთანავე, პოზიტიურად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ტარდება ძიუდოს, ძალოსნობისა და კრივის ეროვნულ ფედერაციებში ქალების მაღალი მიღწევების სპორტში ჩაბმის მიზნით.

სეოკ-ის აღმასკომი მოუწოდებს ჭიდაობის, ფარიკაობის, მძლეოსნობის, სატანვარჯიშო და საწყლოსნო სახეობებისა და სხვა ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს, სპორტულ სტრუქტურებს, გაააქტიურონ საქმიანობა სპორტში ქალების მასობრივად ჩასაბმელად, უზრუნველყონ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში მათი რაოდენობის ზრდა, ხელი შეუწყონ მათ პროფესიულ დაოსტატებას. ეთხოვოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს შეიმუშაონ და დანერგონ ქალთა სპორტში დაკავებული მწვრთნელების წახალისების სისტემა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის (24-30 ივლისი, 2022 წ, სლოვაკეთი) მზადების მიმდინარეობის შესახებ, აღნიშნულ ფესტივალზე ოლიმპიურ სოფელში ქართული დელეგაციის მისიის ხელმძღვანელად დამტკიცდა სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა აღმასკომის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე და ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შედეგების შესახებ. სეოკ-ის ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებით აღნიშნული იქნა საქართველოს მოციგურავეების წარმატებული ასპარეზობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

აღმასრულებელ კომიტეტზე იმსჯელეს ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის 70 წლისთავის აღსანიშნავად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, დაამტკიცეს სეოკ-ის 2022 წლის ბიუჯეტი.

საქართველოში 2017-2020 წლებში ოლიმპიური სოლიდარობის განხორციელებული პროექტების ეფექტურობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.

რეკომენდაცია მიეცათ სპორტის ეროვნულ ფედერაციებს, სეოკ-ის რეგიონალურ ორგანიზაციებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიური სოლიდარობის იმ პროგრამებში, რომლებსაც სეოკ-ი ახორციელებს, კურსებზე და სემინარებზე მოავლინონ ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრები, ხელი შეუწყონ მათ კარიერულ წინსვლას.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
ცოტა რამ ბასიანზე, გუნდზე, რომელიც ისტორიაში პირველად დავით ყიფიანის თასზე ითამაშებს
ცოტა რამ ბასიანზე, გუნდზე, რომელიც ისტორიაში პირველად დავით ყიფიანის თასზე ითამაშებს