გიორგი მიქაუტაძე, სერენი, ბელგია
Aa
Aa

მოლბენკის კაპიტანმა ნიკოლა რომენსმა გიორგი მიქაუტაძე გამოარჩია

ბელგიის ჩემპიონატის ფლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ იუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „მოლენბეკს“ დაუპირისპირდება.

აღნიშნული შეხვედრებს „სერენი“  23 აპრილს გასვლაზე, ხოლო 30 აპრილს შინ გამართავს.

მნიშვნელოვან დაპირისპირებამდე მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანმა ნიკოლა რომენსმა მედიასთან ისაუბრა,სადაც გიორგი მიქაუტაძე გამოარჩია.

„სერენს ბევრი ახალგაზრდა ჰყავს. მათ წინააღმდეგ შარშან ვითამაშეთ და ბევრი კარგი რამ დავინახეთ. ისინი კარგები არიან როგორც გუნდურად ისე ინდივიდუალურად. პირადად მე მიქაუტაძეს, კოლტსა და მასიზს გამოვარჩევდი. წინ საინტერესო მატჩები გველის.“ - განაცხადა რომენსმა

ჩემპიონატის ბოლო ტურში კი მიქაუტაძემ „ოსტებნდეს“ გაუტანა და გუნდს ქულა მოუპოვა.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“
„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“