ანდრონოვი: ყველამ ნახა რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, რუსეთი აგრესიული ქვეყანაა
Aa
Aa

ანდრონოვი: ყველამ ნახა რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, რუსეთი აგრესიული ქვეყანაა

ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი რუსეთ-უკრაინის ომზე კიდევ ერთხელ საუბრობს და მორიგ თამამ განცხადებებსაც აკეთებს.

ანდრონოვმა ამჯერად უკრაინულ fanday-სთან ისაუბრა და საქართველოც ახსენა:

- როგორ ფიქრობთ, რა არის პუტინის მიზანი უკრაინაში?

„მე ვერ შევდივარ მის თავში. მე შევწყვიტე პუტინის გაგება მრავალი წლის წინ. არცერთ არჩევნებზე არც მისთვის მიმიცია ხმა და არც მისი პარტიისთვის. არ მომწონს მათი ვექტორი. მე არასოდეს ვეთანხმებოდი მათ თავდაპირველ მოსაზრებას, რომ სსრკ-ს დაშლა იყო ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. მე მჯერა, რომ სსრკ ყოველთვის იყო ხელოვნური სახელმწიფო, წვრილი ძაფით შეკერილი და რაღაც მომენტში ეს ძაფი გაწყდა. მე მჯერა, რომ სსრკ-ის დაშლა არის წყალობა და არა კატასტროფა. გაჩნდნენ დამოუკიდებელი ქვეყნები, ხალხს ჰქონდა ეროვნული იდენტობა. იგივე ამბავი მოხდა იუგოსლავიაზეც, რომელიც ასევე ხელოვნური ქვეყანა იყო.

ამიტომ, კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ვისაც თვალი აქვს, ხედავს, რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, რა მოხდა ყირიმში 2014 წელს. ვერ გეტყვით, სადამდე ვრცელდება ამ კაცის ამბიციები“.

- რატომ დუმან რუსი სპორტსმენები?

„ყველა მათგანი არ არის ჩუმად. სმოლოვი წერდა - „არა ომს!“. ვასილი ბერეზუცკიმ და სობოლევმაც დაწერეს ეს, მაგრამ მოგვიანებით წაშალეს. მესმის, რომ მას ასე უბრძანეს.

ჩვენმა ცნობილმა ფრენბურთელმა კატია გამოვამაც ისაუბრა ომის შესახებ“.

- მაგრამ ეს საკმარისი არ არის რუსი სპორტსმენების საერთო რაოდენობიდან გამომდინარე?

„სპორტსმენების უმეტესობა ინფანტილურია, თავის მოქცევას არც კი ცდილობენ. მათთვის ბავშვობიდან ყველაფერს მშობლები, აგენტები, მწვრთნელები წყვეტენ. მათ აინტერესებთ ფული, ლამაზი მანქანები, ლამაზი გოგოები.

რა თქმა უნდა, არიან პუტინის პოლიტიკის მტკიცე მომხრეები, უპირველეს ყოვლისა, კარიაკინი და პოვეტკინი. მეტიც, რუსეთი ისეა მოწყობილი, რომ არავის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცევს“.

- გამოდის, რომ რუსების დარწმუნება აზრს არის მოკლებული?

„უსარგებლო! ერთადერთი, რისი მიღწევაც შეგიძლია, არის ის, რომ ნავალნისთან ერთსა და იმავე საკანში აღმოჩნდები. თავად განსაჯეთ, ბორის გრებენშჩიკოვმა ჩვენს წინააღმდეგ ისაუბრა. რას მოჰყვა ეს? დეპუტატებმა მაშინვე დაიწყეს თითქმის ღიად მისთვის მოღალატის წოდება. მხოლოდ ისეთი ისტორიები, როგორიცაა ზელენსკის ინტერვიუ რუსული მედიისთვის, შეიძლება დაარწმუნოს ეს ადამიანები. მაგრამ ადამიანმა თავად უნდა გაახილოს თვალები და დაინახოს ეს ყველაფერი“.

- და რას გააკეთებდი ტიმოშჩუკის ადგილას რომ ყოფილიყავი?

„ჯერ უნდა გამოჩნდე და მერე უნდა ილაპარაკო. რაკიცკის, ვორონინისა და ვერნიდუბის პოზიცია ჩემთან ახლოსაა. ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, როცა შენს ქვეყანაში უბედურებაა, ყველანაირად ეცდება დაეხმაროს მას. ეს არც კი განიხილება!“

- და მაინც რუსეთიდან წასვლა რომ მოგიწიოთ, რომელ ქვეყანას აირჩევთ საცხოვრებლად?

„საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა იმდენი რუსი წავიდა იქ, რომ აუტანელი ტვირთი შეიძლება ვიყო. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსაც საკმაოდ კონკრეტული დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ 2008 წლის შემდეგ. ჩვენ იქ არავინ გველოდება“.

- რუსეთი ფაშისტური ქვეყანაა?

„რა თქმა უნდა არა. რუსეთი აგრესიული ქვეყანაა, რომელიც გამწვავების პერიოდში გონებას კარგავს. მაგრამ აქ ფაშიზმის იდეები არ არსებობს. თუმცა ნაციონალისტები არიან, ჩვენც გვაქვს რაღაცები, ისევე როგორც თქვენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინას მხარი არ დაუჭირა - რუსი ფეხბურთელის გამაღიზიანებელი საქციელი
უკრაინას მხარი არ დაუჭირა - რუსი ფეხბურთელის გამაღიზიანებელი საქციელი