ახალი თანამდებობა - ნოდარ ახალკაცი ფიფაში კვლავ დააწინაურეს
Aa
Aa

ახალი თანამდებობა - ნოდარ ახალკაცი ფიფაში კვლავ დააწინაურეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი 2020 წლიდან FIFA-ს წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, ამჯერად კი ის დააწინაურეს და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში ახალ თანამდებობაზე დაინიშნა.

ამჟამად, ახალკაცი ფიფას სტრატეგიული პროექტების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ამავდროულად ის ფიფას წევრი ასოციაციების ხელმძღვანელიც გახდა.

მისი წინა თანამდებობაზე კი აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი დაინიშნა.

ახალკაცი სფფ-ის პრეზიდენტის პოსტს 2005-09 წლებში იკავებდა. 2017 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ ორგანოში მაღალ თანამდებობებზე მოღვაწეობდა. მათ შორის იყო ფიფას აღმასრულებელი საბჭოს გენერალური მდივანი.

შეგახსენებთ, ის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის შვილია. უფროსი ნოდარ ახალკაცის სახელს უკავშირდება თბილისის ''დინამოს'' წარმატებები 1976-83 წლებში. ამ პერიოდში თბილისურმა კლუბმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, საბჭოთა კავშირის თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო. 1990-98 წლებში ლეგენდარული სპეციალისტი ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის სიმწარე და ხვიჩას შესანიშნავი თამაში - Gazzetta კვარას შოუს ეხმაურება
სპალეტის სიმწარე და ხვიჩას შესანიშნავი თამაში - Gazzetta კვარას შოუს ეხმაურება